პრაქტიკული ბუღალტერია

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსის გავლის შემდეგ მსმენელი თავისუფლად შეძლებს ორგანიზაციაში დამხმარე ბუღალტრად მუშაობას.

კურსის ტიპი: ჯგუფური (ჯგუფში შედის 1-2 მსმენელი)

კურსის ფასი: 500 ლარი (ერთი თვე 250 ლარი)

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე

დღეები და საათები: ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 2 საათის განმავლობაში. მეცადინეობის დაწყების დრო შეთანხმებული იქნება მსმენელის მოთხოვნის მიხედვით.

ვისთვის არის კურსი: კურსი განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც მიღებული აქვს თეორიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში და სურს პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლა, სადაც მსმენელები მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე. ამ კურსის დროს მსმენელი სწავლობს კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამა ORIS და www.rs.ge მუშაობას.

რას მიიღებთ: პრაქტიკული ბუღალტერიის კურსის გავლის შემდეგ მსმენელი თავისუფლად შეძლებს ორგანიზაციაში დამხმარე ბუღალტრად მუშაობას.

მსმენელთა ცოდნის შეფასება მოხდება ტესტირების გზით, რომლის საფუძველზე გაიცემა "ფინანსური აკადემიის" სერთიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

სასწავლო კურსი მოიცავს

ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის გაცნობა–დამუშავებას პრაქტიკულად. კერძოდ:

  • სასაქონლო ზედნადები;
  • ანგარიშ–ფაქტურა;
  • საგადასახადო დავალება;
  • ინვოისი;
  • სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერი;
  • საბანკო ამონაწერის დამუშავება (ავიზო);
  • სახელფასო უწყისი;
  • საბაჟო დეკლარაცია.
  • ორგანიზაციის ყოველწლიური და ყოველთვიური დეკლარაციების შევსების და წარდგენის მეთოდები: საშემოსავლო, დღგ, ქონება, მოგება. გარდა მიმდინარე გადასახადებისა შეისწავლება დარიცხული წლიური საავანსო გადასახადებისა და ზარალის გადატანის მეთოდები: ქონება, მოგება.
  • პრაქტიკაში ასევე შეისწავლიან სესხებს ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, იჯარას, სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს, პარტნიორების მიერ ყოველწლიური დივიდენდების გადატანას.

 

ნებისმიერი სასწავლო კურსისათვის შეფასების კრიტერიუმი პროცენტული განაკვეთების მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრება:

  • 50 %-მდე ვერ მიიღებს სერთიფიკატს, შეუძლია გავიდეს განმეორებით ტესტირებაზე. გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი. იმ შემთხვევაში, თუ მსმენელმა ვერ მიიღო სასურველი ქულათა რაოდენობა, შეუძლია გადააბაროს გამოცდა.
  • 50% - 75% მოისმინა
  • 75% - 100% წარმატებული
  • 100% შედეგის მაჩვენებლებს სერთიფიკატთან ერთად დამატებით გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი

 

Online-განცხადება

 

დაგვირეკეთ ნომერზე:
+995 558 599 113
შეავსეთ ფორმა და ჩვენ დაგირეკავთ დაუყონებლივ
წერილი მიღებულია. გახსოვდეთ, რომ ჩვენი სამუშაო საათებია 10:00-19:00-მდე.