საგადასახადო კოდექსის კურსები

ლექცია მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანებს; ამ კურსის მიზანია მსმენელებმა გამოიმუშავონ საგადასახადო საქმესთან მუშაობის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გამოიყენონ ის ყოველდღიური გადაწყვეტილების პროცესში.

 

კურსის დასახელება: საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსები

კურსის ტიპი: ჯგუფური

კურსის ფასი: 500 ლარი (ერთი თვე 250 ლარი)

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე

დღეები და საათები: კვირაში 3-ჯერ. ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი. მეცადინეობის ხანგძლივობა 15:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. მსმენელთა ცოდნის შეფასება მოხდება ტესტირების გზით, რომლის საფუძველზე გაიცემა "ფინანსური აკადემიის" სერთიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

რას მიიღებთ: თუ თქვენ ხართ დამწყები ან მოქმედი ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს წარმომადგენელი, მეწარმე ან უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებული პირი, ჩვენი ტრენინგ-კურსი დაგეხმარებათ კარგად გაერკვეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ყველა დეტალში, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე შეისწავლოთ საქართველოს საგადასახადო კოდექსი თავისი ინსტრუქციებითა და კომენტარებით.

ლექცია მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანებს; ამ კურსის მიზანია მსმენელებმა გამოიმუშავონ საგადასახადო საქმესთან მუშაობის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გამოიყენონ ის ყოველდღიური გადაწყვეტილების პროცესში. სასწავლო პროგრამა მოიცავს 25 ლექცია-პრაქტიკულს (ერთი ლექცია-პრაქტიკული ორი საათი).

სასწავლო კურსი მოიცავს

სასწავლო პროგრამა მოიცავს საგადასადო კოდექსის ყველა თემას:

  • საქართველოს საგადასახადო სისტემა;
  • ამ კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები;
  • ფიზიკური პირი, საწარმო, ორგანიზაცია;
  • გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა;
  • გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა;
  • საგადასახადო ორგანოთა უფლებები და ვალდებულებები;
  • საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება;
  • საგადასახადო ანგარიშგება;
  • საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების შემოღება;
  • საშემოსავლო გადასახადი;
  • საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები;
  • მოგების გადასახადი;
  • ერთობლივი შემოსავალი;
  • გამოქვითვები და ზარალი;
  • საერთაშორისო დაბეგვრა და გადასახადებისაგან თავისარიდების აღკვეთა;
  • გარიგების შეფასება;
  • შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;
  • საგადასახადო აღრიცხვის წესები;
  • გადასახადების ადმინისტრირების წესები;
  • ზოგადი დებულებანი;
  • დაბეგვრის ობიექტი, დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა, დრო და ადგილი;
  • დღგ- ისგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები და გადასახადისაგან გათავისუფლება;
  • გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესი;
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დღგ-ის ჩათვლა;
  • სპეციალური წესები;
  • აქციზი;
  • იმპორტის გადასახადი;
  • ქონების გადასახადი;
  • ზოგადი დებულებანი;
  • იმპორტის გადასახდელების გამოყენების პირობები და საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი სხვა ნორმები;
  • სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა;
  • სპეციალური დებულებანი;
  • სასაქონლო ოპერაციები;
  • საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა;
  • ძირითადი დებულებანი;
  • მიმდინარე კონტროლის პროცედურები;
  • საგადასახადო შემოწმება;
  • ზოგადი დებულებანი;
  • საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა;
  • საგადასახადო შეთანხმება;
  • საგადასახადო დავის წარმოება;
  • გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი.

-

ნებისმიერი სასწავლო კურსისათვის შეფასების კრიტერიუმი პროცენტული განაკვეთების მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრება:

  • 50 %-მდე ვერ მიიღებს სერთიფიკატს, შეუძლია გავიდეს განმეორებით ტესტირებაზე. გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი. იმ შემთხვევაში, თუ მსმენელმა ვერ მიიღო სასურველი ქულათა რაოდენობა, შეუძლია გადააბაროს გამოცდა.
  • 50% - 75% მოისმინა
  • 75% - 100% წარმატებული
  • 100% შედეგის მაჩვენებლებს სერთიფიკატთან ერთად დამატებით გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი

 

Online-განცხადება

 

დაგვირეკეთ ნომერზე:
+995 558 599 113
შეავსეთ ფორმა და ჩვენ დაგირეკავთ დაუყონებლივ
წერილი მიღებულია. გახსოვდეთ, რომ ჩვენი სამუშაო საათებია 10:00-19:00-მდე.